ვახტანგ ტალახაძე: რამ დაგიბნელათ თვალები და რამ დაგიბლაგვათ ყნოსვა?საფრთხეს ვერ გრძნობთ?

0
952
21 Views

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი ვახტანგ ტალახაძე უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი გაჟღერებულ მუქარას ეხმაურება და სოციალურ ქსელში უკრაინელების მეხოტბე ქართველებს მიმართავს:

“ როდესაც ცხვარი მგელს დაინახავს, ან მის სუნს იკრავს, გარბის.
ცხვარი, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, იმდენს მაინც ხვდება, რომ გაიქცეს და თავი გადაირჩინოს.
ცხვარი!
თქვენ რა გჭირთ, რეაქციის გარეშე რომ უსმენთ ასეთ მუქარებს?
რამ დაგიბნელათ თვალები და რამ დაგიბლაგვათ ყნოსვა?
საფრთხეს ვერ გრძნობთ?
უკრაინაში რომ ეს აზრი მომწიფდა და განმტკიცდა, ყველა დონეზე, ვერ ხვდებით?
უკრაინელი პოლიტიკოსები რომ მოგწონთ და უკრაინის დროშები რომ გაქვთ გამოფენილი, ელემენტარული, თავის გადარჩენის ინსტიქტიც აღარ შეგრჩათ, ცხვრის დონეზე?
უყურეთ, “ალაიქეთ” და როცა თქვენი ჯერი დადგება, დაბღავლებასაც ვერ მოასწრებთ, თქვე საცოდავებო…
. . .
არა უშავს.
სხვა თქვენნაირი გოიმი ცხვრები “დაალაიქებენ” და “დაგულავენ” მერე, იმ მგელს…
ვახტანგ ტალახაძე

Cesko