„ისე „სოფო ბედიას ქმარმა“ დაისვენა ალბათ, რაც მე „სოფი ლორენის სარძლო“ გავხდი“ – კარლო პონტის ქართველი შეყვარებული პოსტს აქვეყნებს

0
458
31 Views

„ახლახან აღმოვაჩინე, თურმე ყველა სტატიაში „სოფი ლორენის სარძლოდ” ვარ მოხსენიებული, არადა კარლოს ოფიციალურად ჯერ ხელი არ უთხოვია”, – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში სოფი ლორენის შვილის კარლო პონტის შეყვარებული მარიამ შარმანაშვილი წერს.

მარიამი მადლობას უხდის ადამიანებს სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოხატავენ და წერს, რომ ადამიანებს, რომელთაც სხვისი ბედნიერება ასე უხარიათ, თავადაც დიდი სიხარული ეწვევათ.

„ძალიან ბევრი ადამიანი მწერთ და შეიძლება პირადად ყველას ვერ გიპასუხოთ. ამიტომ, აქ გეტყვით საჯაროდ მადლობას ამდენი სითბოსთვის და სიყვარულის გაზიარებისთვის. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი გულშემატკივრობს ჩემს პირად ისტორიას. ზუსტად იცოდეთ, რომ ადამიანებს, ვისაც ასე გახარებთ სხვისი ბედნიერება, ადრე თუ გვიან თქვენც გეწვევათ დიდი სიხარული იმიტომ, რომ ცხოვრება სარკეა და რასაც გავცემთ ის გვიბრუნდება.

პ.ს. ისე „სოფო ბედიას ქმარმა” დაისვენა ალბათ, რაც მე „სოფი ლორენის სარძლო” გავხდი.

ახლახან აღმოვაჩინე, რამდენი სტატია იწერება თურმე ჩემზე და ყველგან „სოფი ლორენის სარძლოდ” ვარ მოხსენიებული, არადა კარლოს ოფიციალურად ჯერ ხელი არ უთხოვია ჩემთვის.

და კიდევ ერთი რამ.. სადაც სიყვარულია იქ „სტატუსები” მეორეხარისხოვანია. და თუ სამყაროს ნება იქნება, უფლის წინაშეც გახდება ჩვენი ურთიერთობა დაკანონებული. ვადებსა და საზღვრებს ნუ დავუწესებთ ადამიანები ერთმანეთს. მით უმეტეს სიყვარულში.

P.s. ამ კომენტარს იმიტომ ვაკეთებ, რომ პირადში ბევრი უცხო ადამიანი მწერს, „როდის ქორწინდებითო და ცოტა უკვე შემაწუხებელია ჩემთვის. ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ” – წერს მარიამ შარმანაშვილი.

Cesko