რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნაწილი, პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, ბელარუსში გადაიტანეს, მეორე ნაწილს კი ზაფხულის ბოლომდე გადაიტანენ:
“როგორც იცით, ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოსთან, პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ჩვენი ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნაწილის ბელარუსში გადატანის შესახებ. ეს მოხდა. პირველი ბირთვული რაკეტები გადატანილია ბელარუსში. ეს მხოლოდ პირველი პარტიაა. ზაფხულის ბოლოს, წლის ბოლომდე დავასრულებთ სამუშაოს. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება თეორიულად შესაძლებელია. რუსეთისთვის ეს შესაძლებელია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და რუსეთის სახელმწიფოს არსებობისთვის რეალური საფრთხის შემთხვევაში. პირველი, ჩვენ არ გვჭირდება ამის გაკეთება. მეორეც, ამაზე საუბარი თავისთავად ამცირებს ამ იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. ჩვენ უფრო მეტი ასეთი იარაღი გვაქვს, ვიდრე ნატოს ქვეყნებს. მათ ეს იციან. და ცდილობენ დაგვარწმუნონ, დავიწყოთ მოლაპარაკებები შემცირებაზე,” – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.