რას ითვალისწინებს 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად აფრიკის ქვეყნებმა შეიმუშავეს

0
239
27 Views

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ კიევში ვიზიტის დროს წარადგინა აფრიკის ქვეყნების მიერ შემუშავებული სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მიზანიც უკრაინაში ომის დასრულებაა.

უკრაინული მედიის ცნობით, გეგმა 10 პუნქტისგან შედგება:

  • ომი უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით, ხოლო კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა დარეგულირდეს;
  • მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს;
  • აუცილებელია დეესკალაცია ორივე მხრიდან;
  • ქვეყნებისა და ხალხების სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი გაეროს წესდების თანახმად;
  • აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიები ყველა ქვეყნისთვის;
  • აუცილებელია იყოს ორივე ქვეყნის მარცვლეულისა და სასუქების მიწოდების უზრუნველყოფა;
  • აუცილებელია ომისგან დაზარალებული პირების ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა;
  • უნდა დარეგულირდეს ტყვეების გაცვლისა და რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხები;
  • აუცილებელია უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის უზრუნველყოფა;
  • კონფლიქტის მხარეებმა აფრიკის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა დაამყარონ.

აფრიკის 7 ქვეყნის – ზამბიის, სენეგალის, ეგვიპტეს, უგანდის, კონგოს, კომორის კუნძულებისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია კიევიდან სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

Cesko