პუტინი – ნატოს ქვეყნებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, შემცირებისკენ გვიბიძგებენ, მაგრამ მეტი საქმე არ გვაქვს

0
205
21 Views

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის,  ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას იმაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე ნატოს წევრ ქვეყნებს. ამის შესახებ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს „თეორიულად“ შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემთხვევაში.

ამასთან, პუტინმა თქვა, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია უკვე განლაგებულია.

„ჩვენ ასეთი იარაღი მეტი გვაქვს, ვიდრე ნატოს წევრ ქვეყნებს. მათ იციან ამის შესახებ და ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ შევამციროთ. მეტი საქმე არ გვაქვს“, – აცხადებს პუტინი.

Cesko