Bloomberg- ევროპის მოსახლეობამ უარი უნდა თქვას ძველ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამო

July 6, 13:37
0
915

 Bloomberg –ის მიმომხილველმა ხავიერ ბლასმა განაცხადა, რომ ევროპის მოსახლეობამ უარი უნდა თქვას ძველ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამო.

ჟურნალისტის განმარტებით, ელექტროენერგიის ეკონომია დაკავშირებულია ბუნებრივი აირის ეკონომიასთან. ევროპაში ელექტროენერგიის დიდ ნაწილს ბუნებრივი აირის დაწვით გამოიმუშავებენ, ის კი ზამთრისთვის უნდა შევინახოთ სახლების გასათბობად.

“საყოფაცხოვრებო ტექნიკა უამრავ ენერგიას შთანთქავს”, _ წერს ჟურნალისტი და დასძენს, რომ ბუნებრივი აირი ევროპაში რუსეთს შეაქვს. ძველ მაცივრებსა და სარეცხის მანქანებზე უარის თქმით კი ევროპელები რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას შეამცირებენ.

წყარო: https://www.bloomberg.com/

 

Cesko