“ათენში “კაწროს” მამა დააკავეს”- საბერძნეთში გაანეიტრალეს 13 კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით (ფოტოები)

July 6, 15:18
0
2203

ბერძნული მედია ქართველების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს და დაკავებულთა ფოტოებს ასაჯაროებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირკვევა, რომ საბერძნეთში მასშტაბური ოპერაციის დროს დააკავეს კაწროს მამა, კაკო ბილანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გახმაურებულ გიორგი შაქარაშვილის კადრების საქმეში კაწრო ფიგურირებდა.

მისივე ცნობით, სპეცოპერაციის დროს გაანეიტრალეს 13 კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით.

ბერძნული მედია კი დაკავებულთა ფოტოებს და დანაშაულის დეტალებზე წერს. შავი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი 13-კაციან დაჯგუფებასთან ერთად ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

“10 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბერძენმა სამართალდამცველებმა ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და ავტომობილები ამოიღეს. ასევე, ამოღებულია “კანონიერი ქურდის” კუთვნილი ე.წ. კასტეტი და რამდენიმე ხელჯოხი, რომელიც ბასრი იარაღის ფუნქციას ასრულებს. საერთო ჯამში, ნაძარცვი ნივთების ღირებულება 434 ათას ევროს აჭარბებს.

ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს შორისაა ადგილობრივი პოლიცილების სახელზე გაფორმებული რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, რაც აჩენს ეჭვს, რომ ქართველების დაჯგუფებამ სამართალდამცველების სახლებიც გაძარცვა.

სულ დადგენილია ძარცვის 47-მდე შემთხვევა. ნაძარცვი ნივთების რეალიზაცია კი, ძირითადად, ათენში მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ხდებოდა, რომლის მფლობელიც ასევე დაპატიმრებულია.

დაკავებულთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია, ნაწილი კი საბერძნეთიდან რამდენიმე წლის წინ გააძევეს, თუმცა შეცვლილი გვარით უკან დაბრუნება მაინც მოახერხეს”, – წერს მედია.

კანონიერი ქურდის, კაკო ბილანიშვილის ადვოკატი “ტვ პირველთან” ირწმუნება, რომ ბილანიშვილი დაკავებული არ არის და ამბობს:

“მე როგორც ვიცი, არ შეესაბამება სინამდვილეს. რასაც მასმედია აშუქებს… დოკუმენტი ნახეთ? რაიმე ნახეთ? ალბათ, პიარს, რეიტინგის აწევას ემსახურება. არ არის დაკავებული. არც პროკურატურამ არ შეიძლება… საბერძნეთის პროკურატურა ვერანაირად ვერ დააკავებს…”

დაკავებულები არიან:

31 წლის ლიკა ჟვანია

33 წლის ბექა ბალახაძე

30 წლის მიხეილ შანყულაშვილი

26 წლის ზაზა თევზაძე

27 წლის ჯემალ ლეჟავა

38 წლის დავით რუბაშვილი

32 წლის ლაშა ჯიმშიტაშვილი

41 წლის რაშიდ მაჰმუდი

38 წლის შალვა კუხიანიძე

31 წლის გიორგი ჯვარშეიშვილი

41 წლის დავით ბარძიმაძე

31 წლის ოთარ თხელიძე

Cesko