21 Views
სუდანში, ხარტუმის შტატში, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
მედიის ცნობით, დაიბომბა ბაზრობა.
ხარტუმში ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა მოვაჭრეები და სატვირთო მანქანების მძღოლები არიან.
შეგახსენებთ, სუდანის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილის შემდეგ მიმდინარეობს.