ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

July 12, 11:04
0
153

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ მან დააფიქსირა რაკეტის გაშვება.

ფხენიანმა რაკეტა მას შემდეგ გაუშვა, რაც, მათი მტკიცებით, აშშ-ის ჯაშუშური თვითმფრინავები ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

შორი მანძილის რაკეტა ერთ საათზე მეტხანს მიფრინავდა, სანამ იაპონიის წყლების სიახლოვეს არ დაეშვა. სამხრეთ კორეის ინფორმაციით, რაკეტამ დაახლოებით 1000კმ დაფარა.

Cesko