“გოგოები შევედით მაღაზიაში, ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი…“- ზურაბ ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ

June 18, 06:09
0
3434

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ანა ყურაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

„ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში“, – წერს ყურაშვილი.

მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, ჩვენი შვილების გარყვნისათვის, პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის

 

 

Cesko