“აბა, მაშინ ნატოში რა გვინდა? თუ ვაღიარებთ რუსეთის წართმეულ ტერიტორიებს ქართული სივრცის გარეთ?” – ნათელაშვილი

0
608
28 Views

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, ამბობს:

“სამთავრობო უმოქმედობის ფონზე, 10-13 იანვარს იწყება მოლაპარაკებები რუსეთსა და დასავლეთს შორის, საქართველოს ნატოში არ შესვლის და ჩვენი ქვეყნისათვის სამხედრო მოკავშირეების აკრძალვის თაობაზე და ამ დროს რუსეთს სრული კარბლანში რჩება, რათა საქართველო დაგლიჯოს, დაინაწილოს და ინავარდოს ისე, როგორც ამას აკეთებდა.

აღნიშნულის ფონზე, გუშინ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი ქვეყნისათვის სამოქმედო გეგმა ნატოსი, შეიძლება გაიცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ანუ, მათზე არ გავრცელდეს კოლექტიური თავდაცვის მუხლი. აბა, მაშინ ნატოში რა გვინდა? თუ ვაღიარებთ ჩვენ რუსეთის წართმეულ ტერიტორიებს, ქართული სივრცის გარეთ და პრაქტიკულად, ვაღიარებთ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენი იურისდექციის ქვეშ არ არის?

მოვუწოდებ უცხო მეგობრებს და შინაურებსაც, თუ გვყავს ასეთი, ამგვარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა დაკარგული აფხაზეთი და შიდა ქართლი იქნას დაბრუნებული დედა სამშობლოსთან. ამისათვის მარტო ნატოში შესვლა კი არა, ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგება, ამ ბაზებზე სამხედრო სტრატეგიული ბირთვული რაკეტები, სამხედრო აქტიურობა, ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება ვაშინგტონთან, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მოსკოვი გახდეს იძულებული დააბრუნოს ის, რაც ჩვენია.

თუ ტერიტორიები იქნება დაბრუნებული, სამხედრო ბაზები გავა, ოკუპანტები ხელს დაგვიქნევენ, უვიზო რეჟიმი გაიხსნება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია საუბარი ბევრ რამეზე, მაგრამ ამის გარეშე, ყოველგვარი მოლაპარაკებები არის უდიდესი ავანტიურა და არავის გვაქვს სურვილი, კვლავ გავხდეთ მსოფლიო ხელახალ გადანაწილებებში მორიგი მსხვერპლი.”

Cesko