“160 ლარი მაქვს ხელფასი… თუ მორჩილი არ ხარ, მონა ვერ გახდები” – იულონ გაგოშიძე მინისტრს პასუხობს

February 2, 09:50
0
667

ისტორიკოსი და მკვლევარი იულონ გაგოშიძე თეა წულუკიანის ბრალდებებს “მთავარი არხის” ეთერში პასუხობს და ამბობს:

“გამეცინა, როგორ შეიძლება ეგ გეწყინოს? სიმართლე თქვა, საბჭოთა პერიოდში დავიბადე, საბჭოთა პერიოდში დავიცავი დისერტაცია. ნაშრომებიც მქონდა დაწერილიო, 55 წელიწადი ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში. ძალიან კარგად ვიცნობ საბჭოთა კავშირს, კარგად ვიცი საბჭოთა პიროვნება რა არის და ძალიან მაგონებს ეს ჩვენი დღევანდელი მინისტრი საბჭოთა ჩინოვნიკს. ახსენა ერთხელ რომ მორჩილებაა მაგის ძირითადი თვისება. მორჩილება იყო ძირითადი თვისება, რაც ხელს უწყობს დიქტატურას. თუ მორჩილი არა ხარ, მონა ვერ გახდები. მთელი საბჭოთა კავშირი მიმართული იყო, რომ შეექმნათ მონების საზოგადოება და სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირი ვერ მოვიცილეთ. ადამაინი, პიროვნება ყალიბდება 14 წლამდე. 14 წლამდე რაც ფასეულობებსაც შეიძენს კაცი, მერე გადაკეთება არ შეიძლება. თუ გაიზარდა ისე, რომ მკვლელობა ცუდია, ის მერე არ გახდება მკვლელი. ჩემი ორივე პაპა პირველი მსოფლიო ომის მონაწილენი იყვნენ, ოფიცრები იყვნენ. სამჯერ დაამარცხა ქართულმა ჯარმა რუსული შემოტევა და ჩემი ორივე პაპა ქართულ ჯარში მსახურობდა. მათი ძმები ილი ჭავჭავაძის მეგობრები იყვნენ, ერთი იყო “ივერიის რედაქტორი”, მეორე მისი ბიოგრაფი, პაპაჩემის ბიძა, ახალშექმნილ საპატრიარქოში მდივანი იყო. მასწავლებლები მყავდა საოცარი.

რა პრობლემა დაინახა წულუკიანმა და მორჩილი არასოდეს ვყოფილვარ. თავისუფალი აზროვნების ეშინიათ. თითქოს იმდენ ფულს ვიღებ. ჯერ კიდევ ვმუშაობ მუზეუმში, ვთქვა ხელფასი? 160 ლარი მაქვს ხელზე ასაღები ხელფასი. მაგრამ მუზეობის თანამშრომლობა სულ სხვა რაღაცაა, მუზეუმში ვარ გაზრდილი. ნივთს რომ ადგილს შეუცვალო, აქტი უნდა დაიწეროს ამაზე. ჩვენთან მოდიან ახალაგაზრდები და იზრდებიან, სწავლობენ. მოკიდო, გარეკო და ახალი მოიყვანო, არ გამოდის, ვერ მოუვლიან. რომ ამბობენ, ექვთიმე თაყაიშვილმა არ გაყიდა ნივთებიო, მუზეუმელი იყო, როგორ იფიქრებდა გაყიდვას? შიმშილით კვდებოდნენ და არავის აზრად არ მოსვლია ნივთი გამოეტანა მუზეუმიდა. ნეპოტიზმი არ არის ეს, 7 შვილიშვილიდან ორია კულტურის სფეროში და ერთი არქიტექტურაში. წულუკიანი მინისტრია და დიდი საქმე აბარია, მაგრამ კულტურის პოლიტიკას უნდა განსაზღვარავდეს მინისტრი და ლაბორანტებთან და მუზეუმის თანამშრომლებთან რა ხელი აქვს, ვინ ეკითხება, რატომ კისრულობს ამისთანა რაღაცას.”

Cesko