18 Views
დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამი უვნებელი იპოვეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ეძინა, თუმცა, სად ეძინა, ამ კითხვას სხვადასხვანაირად პასუხობებ, ზოგი წერს, რომ ავტოფარეხის სახურავზე ეძინა, ზოგი წერს, რომ ბუჩქებში, ზოგიც კი წერს, რომ ძაღლის ბუნაგში.
სოციალურ ქსელში, მარიამის პოვნის ინფორმაციის კომენტარებში, ვრცელდება ძაღლის ფოტო წარწერით – დღის გმირი. გაჩნდა კიდევ ერთი ვარაუდი, რომ გოგონა ძაღლმა იპოვა.
უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე წერს:
“ამ ძაღლს უპოვნია დაკარგული ბავშვი..კინოლოგების ძაღლია.
მერამდენეჯერ უნდა დაგვიმტკიცონ რომ უნიკალური არსებები არიან!❤️”