რუსეთს შეუძლია, გაანადგუროს კიევის ცენტრალური ნაწილი, მაგრამ ამას მრავალი მიზეზის გამო არ აკეთებს – პუტინი

0
199
19 Views

რუსეთის არმიას შეუძლია, გაანადგუროს კიევის ცენტრალური ნაწილი, მაგრამ აირჩია, ეს არ გააკეთოს სხვადასხვა მიზეზის გამო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ თავდასხმები ბელგოროდის რეგიონზე, არის რუსეთის პროვოცირების მცდელობა.

„კრემლის, პრეზიდენტის რეზიდენციისთვის ზიანის მიყენების მცდელობები, თავდასხმები ბელგოროდის რაიონზე და მეზობელ რეგიონებზე, ეს ყველაფერი არის რუსეთის პროვოცირების მცდელობა საპასუხო მძლავრი ქმედებებისკენ. თუ ჩვენ გავანადგურეთ „პატრიოტის“ ხუთი კომპლექსი კიევის მახლობლად, მაშინ ადვილად შეგვიძლია, გავანადგუროთ ნებისმიერი შენობა კიევის ცენტრში. არ არსებობს შეზღუდვები ამისთვის. მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ მრავალი მიზეზის გამო“, – დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

Cesko