რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ დიდ დიღომში დაკარგული გოგო იპოვეს. ინფორმაციას ოჯახი და პოლიცია ადასტურებს.
11 წლის მარიამის ძებნა ოჯახმა საღამოს 19:00 საათიდან დაიწყო, უშედეგო ძებნის შემდეგ საქმეში პოლიცია და მაშველები ჩაერთნენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო თბილისის თითქმის ყველა უბანი. ადამიანები სხვადასხვა ქუჩებიდან და რაიონებიდან შეუერთდნენ მაშველებს.
ვიპოვეთ! მე არ ვიცი. მართლა არ ვიცი როგორ გადავიხდით ამხელა გვერდში დგომას! მადლობა ადამიანებო!, – წერს 11 წლის მარიამის ბიძა, აკო ახალაია.
,,დანამდვილებით გიდასტურებთ ბუჩქებში, ძაღლის სახლში დამალული (ჩაძინებული)ი პოვეს ოჯახთან ერთად არის“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი.
„მარიამი იპოვეს, თავისი ძაღლის სახლში იმალებოდა, თურმე დედამისს ეჩხუბა და გაიქცა. ის მანამდეც გაქცეულა სახლიდან ერთხელ, სარდაფში იმალებოდა ფიცრების უკან”, – წერენ სოციალურ ქსელში.
მეორე ინფორმირებული წყარო კი აღნიშნავს, რომ ბავშვს მართლაც ეძინა, ოღონდ ეკლესიის ეზოში:
„ნამდვილად იპოვეს ეკლესიის ეზოში ეძინა“ – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი დიდი დიღმის ჯგუფში.