26 Views
კეზერაშვილი არის გამდიდრებული გიგლა ბერბიჭაშვილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„თუ ვინმე არაჯანსაღ რამეს აკეთებს საქართველოში და ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედებს, ყველანი „ნაცები“ არიან – ლელოელები, გირჩელები, ათასი უბედურება. ისინი მოქმედებენ გასული საუკუნის 20-30-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ბოლშევიკური მეთოდებით. ასეთი ბოლშევიზმი, რაც თსუში მოხდა, 30-იანი წლების შემდეგ საქართველოში არ მომხდარა. კეზერაშვილს სხვა რა უნდა მოსთხოვო, კეზერაშვილი არის გამდიდრებული გიგლა ბერბიჭაშვილი – გიგლა ბერბიჭაშვილებისგან და კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ მეტს არ ველოდებით“, – განაცხადა კობახიძემ.