ეს ის 23 წლის ბიჭია, რომელამც ბათუმში 15 წლის გოგონა თვითმკლელობამდე მიიყვანა და გოგონა მე-15 სართულიდან გადმოხტა

0
2523
34 Views

5 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ლაშა ნინიძეს ბათუმის საქალაქი სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული 23 წლისაა.
მან დუმილის უფლებით ისარგებლა.

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდეს, ასევე ბრალი სხვა პირებსაც წარუდგინონ.

შეგახსენებთ,
პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ლაშა ნინიძე გუშინ დააკავეს, იგი წარსულში ნასამართლევია

Cesko