მამაკაცი საკუთარი მანქანის წინ ჩაცხრილეს: “თავდამსხმელმა იარაღიდან დაახლოებით 7-ჯერ გაისროლა”

0
598
33 Views

მარნეულში მომხდარ მკვლელობას წინ სავარაუდოდ კრიმინალური გარჩევა უძღოდა. შემთხვევა რიტუალების დარბაზის ეზოში, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის მოხდა. დაპირისპირებაში 2 პირი მონაწილეობდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი საკუთარი მანქანის წინ ჩაცხრილეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდამსხმელმა იარაღიდან დაახლოებით 7-ჯერ გაისროლა.

მოკლულს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. ის სასწრაფომ “ავერსის” კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევის ადგილზე დარჩა.

“მთავარი არხის” ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236 -ე მუხლებით მიმდინარეობს.

Cesko