როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში☔

June 15, 09:28
0
944

15 ივნისს ქუთაისში +27 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +21 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +24, ღამის ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +16, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +29 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.

Cesko