21 Views
ავტობანზე, სოფელ აღაიანის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა კომპანია „მეტროს“ კუთვნილი ავტობუსის აალების მიზეზი. მგზავრების თქმით, კვამლი პირველად ავტობუსის უკანა ნაწილში შენიშნეს და სალონი მალევე დატოვეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. მგზავრები ბათუმის მიმართულებით კომპანიის მეორე ავტობუსმა წაიყვანა.