აშშ-მა რუსული თვითმფრინავების სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის გამო, F-22 ტიპის გამანადგურებლები ახლო აღმოსავლეთში განალაგა

0
189
20 Views

შეერთებულმა შტატებმა, რუსული თვითმფრინავების სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის გამო, F-22 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთში განათავსა.

როგორც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აღნიშნავენ, F-22-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების სწრაფი განლაგება არის პარტნიორების, მოკავშირეების და შეერთებული შტატების ერთგულების აშკარა დემონსტრირება, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

„რუსული ძალების სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევა არ არის ის, რასაც პროფესიონალი საჰაერო ძალებისგან ველით. მათ მიერ საჰაერო სივრცეში კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრის მიზნით შეთანხმებული ზომების რეგულარული დარღვევა ზრდის ესკალაციის ან არასწორი გათვლების რისკს. ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების გვერდით, ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონში“, – განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა მაიკლ კურილამ.

Cesko