კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტი დაიღუპა, ცნობილია მისი ვინაობა – „შორს იყო და ახლა უფრო შორს წავიდა…“

0
1897
27 Views

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ოჯახის წევრი ავრცელებს.

„შორს იყო… ამერიკაში…

შორს იყო და ახლა უფრო შორს წავიდა…

სიძე იყოო, რთული სათქმელია, ჩვენ ძმაკაცები ვიყავით… და საერთოდ ეგოისტურად მგონია, რომ უფრო კარგი მეგობრები ვიყავით, ვიდრე “ნათესავები”… ჩემი დის და მისი ურთიერთობა უფრო ტიპიური, საოჯახო ჯაჯღანი იყო, ჩვენი უფრო რომანტიკა, ერთმანეთზე შეყვარებული ლოთების რომანტიკა … და რამდენს ვსვამდით??? ბევრი მუსიკა, ბევრი არაყი, ბევრი თამბაქო, ბევრი სიცილი (აღარ გაგიკვირდებათ ჩემი დის ჯაჯღანი) ცოტა “ზაკუსკა” და ცოტა დრო… მიუხედავად იმისა რომ სადღაც 15 წელი გავატარეთ ამ სტილში, ამ ჟანრში, ამ ტემპში… მაინც ცოტა დრო! მისი არ ვიცი, მაგრამ მე არ მეყო მიშა გუნჩინი ჩემს ცხოვრებაში…“ – დაწერა სანდრო ელოშვილმა

Cesko