“ვეფხომ მოკლა დედიკოო…ირგვლივ სისხლის გუბე იყო…” – მამინაცვლის მიერ სასტიკად მოკლული გოგოს საქმის დეტალები

June 9, 23:43
0
3337

2018 წლის 13 აპრილს პოლიციამ ბარნოვის ქუჩიდან გამოძახება მიიღო. ბინაში შესვლისთანავე, სამართალდამცველებს შემზარავი სანახაობა დახვდათ – სისხლით მოსვრილი ბინა, სისხლის გუბეში მწოლიარე ახალგაზრდა ქალის ცხედარი და შეშინებული ბავშვები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საზარელი მკვლელობა ახალგაზრდა ქალბატონის მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. “ვეფხომ მოკლა დედიკო” უთხრა ატირებულმა ბავშვმა პოლიციას. შემთხვევის ადგილზე იკვეთებოდა ძალადობის კვალიც. ბინის დათვალიერების დროს, ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა. ასევე დათვალიერებულ იქნა თამარ გამრეკელაშვილის ცხედარი. ახალგაზრდა ქალს თორმეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აქედან რვა კისრის არეში, რომლებიდანაც ორი სასიკვდილო აღმოჩნდა, რის გამოც თამარ გამრეკელაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ექსპერტიზამ ქალბატონის ხელებზე მრავლობითი დაზიანება აღმოაჩინა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მსხვერპლი ყველანაირად ცდილობდა მკვლელისთვის წინააღმდეგობის გაწევას. კრიმინალისტების თქმით, ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული.

გამოძიების დაწყებისთანავე პოლიციამ არაერთი მოწმე დაკითხა. მათ შორის იყო მოკლულის დედაც – ნათელა გობაძე. ქალბატონის ჩვენებიდან საგამოძიებო ორგანოს გაუჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დანაშაული 1972 წელს დაბადებულმა ვეფხვია მაღრაძემ ჩაიდინა. ეჭვმიტანილი ნათელა გობაძის მეუღლე გახლდათ და აქამდე ორჯერ უკვე იყო ნასამართლევი. ქალბატონის გამოკითხვისას პოლიციამ შეიტყო, რომ ნათელა გობაძემ და ვეფხვია ბაქრაძემ ერთმანეთი წლების წინ, რესტორანში მუშაობისას გაიცნეს. ამ დროისთვის, ორივე განქორწინებული იყო. როგორც ქალბატონს, ისე მამაკაცსაც ჰყავდა პირველი ქორწინებიდან შვილები. ამ დროისთვის თაკო გამრეკელაშვილი 13 წლის იყო, ხოლო ვეფხია მაღრაძის შვილი თათია – 7 წლის. ნათელა გობაძე გერს საკუთარი შვილივით ზრდიდა და მასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობაც ჰქონდა.

ვეფხვია მაღრაძეს საკმაოდ რთული ხასიათი ჰქონდა, ის ნათელა გობაძეზე ფიზიკურად და ფსოქოლოგიურად ძალადობდა. მამაკაცი შვილსაც ხშირად სცემდა. ბოლოს, ძალადობა თაკოს მიმართაც სცადა.
2010 წელს, ვეფხვია მაღრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, რის გამოც ის რამდენიმე თვე პატიმრობაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში, თაკომ ოჯახი შექმნა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მამაკაცი მუხათწყაროში დასახლდა. ძალადობის მსხვერპლი ნათელა გობაძე მეუღლის მხრიდან არაერთი მუქარის გამო იძულებული გახდა, ვეფხვია მაღრაძესთან თანაცხოვრება გაეგრძელებინა.

2014 წელს ნათელამ ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტა და თბილისში, ნაქირავებ სახლში გადაწყვიტა ცხოვრება. ვეფხვია ორი თვით დაიკარგა. ორი თვის შემდეგ, ქალბატონმა შვილთან საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა, რა დროსაც მამაკაცი კვლავ გამოჩნდა მის ცხოვრებაში, ნათელამ პოლიციას მიმართა. ნათელამ სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაუმალა, რის გამოც მათ ვეფხვია მაღრაძეს მხოლოდ გაფრთხილება დაუწერეს და გაათავისუფლეს, რამის შემდეგ, მაღრაძე ქალის ცხოვრებაში ექვსი თვე აღარ გამოჩენილა.

ნათელა გობაძემ ქობულეთის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობა დაიწყო. მამაკაცმა ქალს ქობულეთში ჩააკითხა, სადაც სამუშაოს დასრულების შემდეგ, ფიზიკურად გაუსწორდა. ქალი თავისა და სხეულის არაერთი მძიმე დაზიანებებით თბილისში ჩამოიყვანეს და ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ქალი გონს თხუთმეტი დღის შემდეგ მოვიდა. დანაშაულის ჩადენისთვის ვეფხვია მაღრაძეს სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ციხიდან ვეფხვია ხშირად ურეკავდა ნათელას და შვილების მოკვლით ემუქრებოდა. საბოლოოდ, მამაკაცმა ნათელას შეწყალების მოთხოვნის შესახებ განცხადების დაწერა აიძულა, რის გამოც, ვეფხვია დროზე ადრე იქნა გათავისუფლებული. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კაცი რამდენიმე თვით გაქრა ნათელას ცხოვრებიდან.

ნათელა, შვილებთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, ბარნოვის 77 ნომერში გადავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდში, როგორც აღმოჩნდა, კაცი მეუღლეს უთვალთვალებდა და მისი დღის განრიგი შეისწავლა. ერთ დღესაც მანქანით შეხვდა და სამსახურში წაყვანა შესთავაზა. წინააღმდეგობის მიუხედავად, ვეფხვიამ ქალი იძულებით ჩასვა მანქანაში და ვაშლიჯვარში მოსახლეობისგან მოშორებულ ადგილას წაიყვანა. ამ დროს, მამაკაცმა ნათელას ტელეფონიდან ქალბატონის სახელით თანამშრომლებს შეტყობინება გაუგზავნა, რომ იგი სამსახურში გამოცხადებას ვერ მოახერხებდა. მაღრაძემ მეუღლეზე კვლავ იძალადა ფიზიკურად, რის შემდეგაც მას ხელ-ფეხი შეუკრა და კუმისში, ნათელასთვის უცნობ სახლში წაიყვანა. შესვლისთანავე საწოლის ფეხზე რკინის ჯაჭვით მიაბა და ნახევარი საათის განმავლობაში სცემდა. კუმისში ყოფნისას, ვეფხვია ბაქრაძე მას შვილების მოკვლითაც ემუქრებოდა. მოგვიანებით კი ნათელას ტელეფონიდან ოჯახის წევრებს მიწერა, რომ გარკვეული პერიოდით, ის გუდაურში სამუშაოდ გაემგზავრა, ტელეფონი გაუფუჭდა და მხოლოდ ტექსტური შეტყობინებებით კონტაქტის შესაძლებლობა ჰქონდა. ნათელა რამდენიმე დღე იმყოფებოდა ვეფხვია ბაქრაძის ტყვეობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ხდებოდა მისგან ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. საბოლოოდ, მამაკაცს თანაცხოვრებაზე დათანხმდა, რის შემდეგაც, ვეფხვია მაღრაძემ ქალბატონს ხელის მოწერა აიძულა.

მოკლულის მცირეწლოვანმა შვილმა გაუღო. მეზობლებმა სამართალდამცველებს დაურეკეს, იმ დროისთვის, ვეფხვია მაღრაძემ მიმალვა შეძლო.

პოლიციამ, ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების შედეგად, ვეფხვია მაღრაძის ადგილსამყოფელი დაადგინა. მკვლელი ნათესავის, თეიმურაზ ბაქრაძის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ფსიქიატრთან საუბრის შემდეგ, დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენისას დამნაშავე იყო შერაცხადი.

ბაქრაძეს ბრალი ოჯახის წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში, გაუპატიურებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, ოჯახურ ძალადობაში, მუქარაში, ქორწინების იძულებასა და ნივთის განზრახ დაზიანებაში ედებოდა.

ვეფხია ბაქრაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლოზე, ვეფხვია მაღრაძე ამბობდა, რომ ნათელა გობაძემ სწორედ ის მიიღო, რაც დაიმსახურა და შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, მასაც მოკლავდა.

წყარო: პოლიციის ფაილები

Cesko