ФСБ-ს მტკიცებით, უკრაინა რუსეთში რადიაციული “ბინძური ბომბის” გამოყენებას გეგმავდა

0
226
26 Views

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რადიაციული “ბინძური ბომბის” აფეთქებას გეგმავდა.

ФСБ-ს მტკიცებით, მათ ამ გეგმების შესახებ გაიგეს მაშინ, როცა იძიებდნენ ივანოვოს ოლქში მდებარე სევერნის აეროდრომზე აღკვეთილ დივერსიის მცდელობას. რუსული სპეცსამსახურის მტკიცებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქ სტრატეგიული თვითმფრინავების აფეთქება სურდა.

“კერძოდ, შემუშავდა გეგმა ე.წ. “ბინძური ბომბის” მიწოდებისა და განთავსების შესახებ, რომლებიც აღჭურვილია წამმზომით, ერთდროული აფეთქებისთვის”. – თქვეს ФСБ-ში.

“2023 წლის მაისში დაგეგმილი დივერსიის, როცა ივანოვოს ოლქის სევერნის აეროდრომზე განლაგებული შორი მანძილის თვითმფრინავები უნდა აეფეთქებინათ, გამოძიების დროს  ნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო გეგმავდა რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტს, ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებით”. – ირწმუნებიან ФСБ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ФСБ-ს მტკიცებით, ამ მიზნით უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა მსუბუქი ავიაციით შექმნა სპეციალური დანაყოფი, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფი უნდა მოემარაგებინა. აღნიშნულია, რომ მათ მიზნებში შედიოდა ენერგოოებიექტებზე თავდასხმებიც.

ФСБ-ში ამბობენ, რომ მათ დააკავეს ორი პილოტი, რომელთაგანაც ჩვენება მიიღეს.

ბინძური ბომბი არის კონვენციური იარაღისა და ბირთვული მასალის შერწყმით შექმნილი მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღი.

წყარო: tabula.ge

Cesko