ჯო ბაიდენი ისევ დაეცა…პირველი მცდელობა, თავად წამომდგარიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა… – რა მოხდა შემდგომ, იხილეთ ვიდეო

June 2, 07:05
0
10620

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლორადოში, აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის იუნკერების გამოსაშვებ ცერემონიაზე დაეცა.

როგორც ირკვევა, პრეზიდენტი პოდიუმზე ყოფნისას ფეხებთან ყუთს წამოედო და დაეცა.

ბაიდენის პირველი მცდელობა, თავად წამომდგარიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ  სახელმწიფოს მეთაურს ფეხზე წამოდგომაში მალევე დაეხმარნენ.

ინციდენტი კოლორადოში აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე მოხდა, სადაც  80 წლის ბაიდენი წინა დღეს ჩავიდა.

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ბაიდენი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

Cesko