მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება, როგორც კი ბურთს მოგვცემენ, ვაჩვენებთ კარში როგორ ვურტყამთ – ზელენსკი

0
594
44 Views

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რუსეთისგან არანაირი დოკუმენტი არ მიუღია.

ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთისგან მსგავსი შეთავაზება „არათუ არ უნახავს, არამედ დარწმუნებულია, რომ ის არც არსებობს”.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი დიმიტრი პესკოვის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

“პრინციპში, ადრე ფეხბურთს საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. რა წესებია იქ: ორი გუნდი და ბურთი უნდა იყოს. აქ მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება. როგორც კი ბურთს ჩვენ მოგვცემენ, აუცილებლად ვაჩვენებთ კარში როგორ ვურტყამთ”, – დასძინა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დღეს კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში გადასცეს დოკუმენტის პროექტი, რომელშიც გაწერილია მკაფიო ფორმულირებები და ახლა პასუხს უკრაინელებისგან ელოდებიან. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, “ბურთი კიევის მხარესაა”.

Cesko