სააკაშვილის მეოთხე შვილი ახლახანს დაიბადა – რა ჰქვია  ექსპრეზიდენტისა და ლიზა იასკოს შვილს და ცნობს თუ არა ბავშვს მამამისი? (+ფოტო)

June 2, 07:29
0
1609

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა 32 წლის ლიზა იას­კომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ დედა გახ­და. მისი პირ­ვე­ლი შვი­ლის მამა კი, ცი­ხე­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, 55 წლის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია.

ლიზა იას­კომ დე­დო­ბას მი­უ­ძღვნა “მგრძნო­ბი­ა­რე პოს­ტი” “ინ­სტაგ­რამ­ზე”, სა­დაც ისა­უბ­რა ბავ­შვის უკ­რა­ი­ნულ ფეს­ვებ­ზე და მას მა­მის უკ­რა­ი­ნუ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა უწო­და. იას­კოს პოს­ტში არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია თუ რო­დის და­ი­ბა­და მისი შვი­ლი, არც სქე­სი და არც ბავ­შვის სა­ხე­ლი უხ­სე­ნე­ბია. პე­რი­ო­დუ­ლად მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ფო­ტო­ე­ბი, რაც ლიზა იას­კოს ორ­სუ­ლო­ბას ადას­ტუ­რებ­და, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ღიად არ­ც ერ­თი მხა­რე არ სა­უბ­რობ­და.

რო­გორც Ambebi.ge-ს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვი­დან წყა­რო უყ­ვე­ბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შვი­ლი 1 წლის არის, გო­გო­ნაა და მას ჟას­მი­ნი ჰქვია. სა­ხე­ლი გო­გო­ნას დე­დამ შე­ურ­ჩია.

წყა­რო ამ­ბობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­ო­თხე შვილს ჯერ­ჯე­რო­ბით არ იც­ნობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ნამ ლიზა იას­კო ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რებ­და შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, წყა­რო გვიყ­ვე­ბო­და, რომ მათი გო­გო­ნა ძა­ლი­ან ჰგავ­და ბა­ბუ­ას, ლი­ზას მა­მას, ოლექ­სეი იას­კოს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იას­კოს სა­ვა­რა­უ­დო ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ჯერ კი­დევ 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში წერ­და, თუმ­ცა იქვე აკონ­კრე­ტებ­დნენ, რომ ქალს მუ­ცე­ლი არ ეტყო­ბო­და. ამ დროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 5 თვის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­მა“ სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტი­სა და ლი­ზას სა­ერ­თო შვილ­ზე, თით­ქოს კი­ევ­ში ბინა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ შვი­ლიშ­ვილს გა­და­უ­ფორ­მა. თუმ­ცა მა­შინ ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

ექ­სპერ­ზი­დენტს უკვე ოთხი შვი­ლი ჰყავს. ედუ­არ­დი და ნი­კო­ლო­ზი სან­დრა რუ­ლოვსთან ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­ე­ძი­ნა. ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი, სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ლიზა იას­კოს­თან ქმნი­და ახალ ოჯახს, უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, სწო­რედ რა­დას დე­პუ­ტატ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას შე­ე­ძი­ნა.

ambebi.ge

Cesko