ინდოეთში საჯარო მოხელემ თავისი მობილური ტელეფონის საპოვნელად წყალსაცავი დააშრო

0
229
23 Views

ინდოეთში საჯარო მოხელემ თავისი მობილური ტელეფონის საპოვნელად წყალსაცავი დააშრო. ამის შესახებ BBC იტყობინება.

საკვების ინსპექტორს 1200 დოლარის ღირებულების Samsung-ის მობილური ტელეფონი ჩატისგარჰის შტატში მდებარე ხერხატას წყალსაცავში სელფის გადაღებისას ჩაუვარდა.

მილიონობით ლიტრი წყლის ამოსატუმბად რაჯეშ ვიშვასს 3 დღე დასჭირდა, რის შემდეგაც მან თავისი ტელეფონი იპოვა. თავდაპირველად ტელეფონს მყვინთავები ეძებდნენ, თუმცა შემდეგ ვიშვასმა ადგილზე ამოსატუმბი მანქანა მოიყვანა და წყალსაცავიდან დაახლოებით 2 მილიონი ლიტრი წყალი ამოტუმბა.

ვიშვასი აცხადებს, რომ ტელეფონზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა და მისი ამოღება აუცილებელი იყო, თუმცა ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს.

აღსანიშნავია, რომ წყლიდან ამოღებული მობილური ტელეფონი შეკეთებას აღარ ექვემდებარება.

Cesko