უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, Pink Floyd-მა რუსეთსა და ბელარუსში ციფრული პლატფორმებიდან მუსიკა წაშალა

0
424
16 Views

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Pink Floyd უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, რუსეთსა და ბელარუსში, სტრიმინგ პლატფორმებიდან მთელი თავისი კატალოგი და ასევე კოლექტივის წევრის, დევიდ გილმორის სოლო ნამუშევრები აიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

“ვდგავართ რა მსოფლიოს გვერდით და მკაცრად ვგმობთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, 1987 წლიდან მოყოლებული, Pink Floyd-ის ყველა ნამუშევარი და ასევე, დევიდ გილმორის სოლო ჩანაწერები დღეიდან წაიშლება ციფრული მუსიკის ყველა პროვაიდერიდან რუსეთსა და ბელარუსში”, – ნათქვამია “ფინქ ფლოიდის” განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, როჯერ უოტერსი წლების განმავლობაში პუტინისადმი კეთილგანწყობის გამოხატვაში იყო შემჩნეული. როგორც გამოცემა Rolling Stone წერს, უოტერსი 2018 წელს უკრაინის სადამკვირებლო ჯგუფმა არაოფიციალურ შავ სიაშიც შეიყვანა ერთ-ერთ რუსულ გაზეთთან გაკეთებული განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც, ის ამბობდა, რომ ყირიმის ანექსია უკრაინის პრო-რუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენებით იყო “პროვოცირებული”.

რამდენიმე დღის წინ, როჯერ უოტერსმა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის შეჭრას “განგსტერული აქტი” უწოდა და ერთ-ერთ უკრაინელ თაყვანისმცემელს მისწერა – “ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს შესაძლებლობეშია, რომ შენ და შენს ოჯახს, თქვენს მშვენიერ ქვეყანას მშვიდობის დაბრუნდებაში დავეხმარო”.

შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომს აწარმოებს. ამის გამო, რუსეთს და მის მოკავშირეს, ბელარუსს არაერთმა ქვეყანამ, კერძო კომპანიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუწესა საქნციები.

 

Cesko