26 Views
ირაკლი კობახიძე 26 მაისის ღონისძიებაზე 2019 წლის შემდეგ არ მინახავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვეულებრივი სპეკულაციებია. ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ მე არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე. შესაბამისად, დღეს მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე თითქოს სპეციალურად არ მოვიდა დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს არის თითიდან გამოწოვილი, თქვენს მიერ რაღაც აგორებული ე.წ. სკანდალი“, – აღნიშნა კალაძემ.