“კიევი და დასავლეთი გამარჯვების პროგნოზებს აწყობენ, სინამდვილეში, ეს ყველაფერი წმინდა წყლის ტყუილი და დემაგოგიაა ელექტორატის დასამუშავებლად” – მედვედევი

August 25, 15:49
0
413

უკრაინაში სიტუაციის განვითარების სცენარი მხოლოდ „ერთნახევარია“: ყველა მიზნის მიღწევა სპეცოპერაციით და მისი შედეგების აღიარება კიევის მიერ, ან სამხედრო გადატრიალება უკრაინაში და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შედეგების შემდგომი აღიარება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა „ტელეგრამ არხზე“ დაწერა.

„კიევში და დასავლეთის ქვეყნებში გამარჯვების პროგნოზებს აწყობენ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი წმინდა წყლის ტყუილი და დემაგოგიაა ელექტორატის დასამუშავებლად. ყველას ყველაფერი ესმის, მაგრამ როლებს ამუშავებენ. სცენარი სულ ერთნახევარია. პირველი – სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევა და კიევის მიერ მისი შედეგების არაორაზროვანი აღიარება. მეორე – ეს არის სამხედრო გადატრიალება უკრაინაში, შემდეგ კი, უკვე სპეცოპერაციის შედეგების აღიარება. აი, ეს არის ყველა ვარიანტი”, – აცხადებს მედვედევი.

Cesko