ვინ არის 20 წლის ბიჭი, რომელიც სოციალურ ქსელში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ დიდუბეში მოკლეს

0
3725
31 Views

გარჩევას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც 21 წლის მამაკაცმა შალვა ქაშაკაშვილს მუცელში დანა დაარტყა, იარაღი ჭრილობაში ჩატოვა და გაიქცა.

დანაშაულის ადგილს რამდენიმე სათვალთვალო კამერა უყურებს. “კურიერის” ინფორმაციით, გადაღებულია მკვლელობის მომენტი, სადაც ჩანს, ახალგაზრდების შეხვედრიდან რამდენიმე წამში, როგორ უსწორდება ცივი იარაღით სავარაუდო მკვლელი შალვა ქაშაკაშვილს. ჩანაწერები გამოძიებამ უკვე გამოითხოვა. ამოღებულია მკვლელობის იარაღიც. შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავს, რომლებიც გამოძიებამ უკვე გამოჰკითხა. მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები ჰყვებიან, რომ დანაშაულის ფაქტიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება მივიდა. ექიმებს დაჭრილი ახალგაზრდა გონებადაკარგული დახვდათ. შალვა ქაშაკაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა. 21 წლის მამაკაცი ზაჰესის იზოლატორშია მოთავსებული. მას განზრახ მკვლელობის ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. დაკავებული, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს. მოკლული ახალგაზრდა ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ, სახლში გადაასვენეს.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ, ბრალის წარდგენის შემდეგ იმსჯელებს. 21 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Cesko