“ვინ იცნობს ამ ასაკიან ქართველ ქალბატონს? გთხოვთ, გაეცნოთ და გადააზიაროთ…” – ქართველ ემიგრანტს იტალიაში დახმარება სჭირდება

May 24, 12:11
0
3892
სოციალურ ქსელში ლალი ბურდულის გზავნილი ვრცელდება, რომელიც წერს რომ იტალიაში ქართველ ასაკიან ქალბატონს , რომელიც კასპიდანაა წარმოშობით, დახმარება სჭირდება:
ვინ იცნობს ამ ქალბატონს?
ნათელა აგლაძე ვარო
კასპიდან.
ერთი წელია ფლორენციაში dormitorio-ში ცხოვრობდა. მაგრამ იქ აღარ დავბრუნდებიო.
დღეს ჩვენთან დავაძინებთ, ხვალ ფლორენციაში მოვიყვანთ.
რუსულ ეკლესიაში ვნახეთ და მამა გიორგიმ და მატუშკა ნინამ გვთხოვეს, თუ შეიკედლებდა ვინმე და შეწირეს ამისთვის 300 ევრო.
წასასვლელი არ ქონდა.
ამბობს, რომ centro Zaffiro-ში პარასკევისთვის სამსახური შეპირდნენ.
ხვალ ტაძარში წამოვიყვანთ.
თუ ვინმე მსურველი გამოჩნდა, დაწესებულ თანხას მას გადავცემთ.
გთხოვთ გადააზიაროთ
ფლორენციის წმ.ნინოს სამრევლო
Chiesa russa ortodossa della Natività
Chiesa Ortodossa Russa – Firenze
Gheorghij Blatinskij
ფლორენციის ემიგრანტები. Emigranti Di Firenze
Centro Zaffiro ნიჟარაძე ლუარა KN TV
P.S. ამ ბმულზე გადადით, https://fb.watch/kJjvRNROby/ ქ. ლუარა ნიჟარაძეს აქვს სხვა ინტერვიუებთან ერთად მასთანაც ჩაწერილი ინტერვიუ

 

Cesko