გოგა ხაინდრავა: მორჩა დემოკრატიული კუკუდამალობანა, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი სანქცია

0
576
20 Views

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას და რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას გამოეხმაურა.

„შემოაგდეს ფანდი ასლის, ევროკავშირის და ნატოს მისაღებში ჩოქბჯენში წლები დგომა გერჩივნოთ აფხაზებთან და ოსებთან საუკუნოვან ერთობას! შფოთავს კელი და დეპარტამენტი, გვეურჩებით?! ფრენებს ბედავთ ჩვენი ნების გარეშე! მორჩა დემოკრატიული კუკუდამალობანა, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი სანქცია!“, – წერს ხაინდრავა Twitter-ზე.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსეილში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“.

Cesko