„ორივეს ისე გააქრობს ეფ–ეს–ბე, ვითომც არ ყოფილან…“ – სოსო ცინცაძე

February 20, 00:03
0
970

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მალე პუტინი მისმავე გარემოცვამ მოიშოროს. აქცენტი კეთდება ევგენი პრიგოჟინსა და რამზამ კადიროვზე, რომლებიც პუტინის მიერ დანიშნულ გენერლებს არად აგდებენ და უკვე უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ, უკრაინაში ყველა წარუმატებლობს მათ აბრალებენ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

– უკრაინაში თუ რაიმე წარუმატებლობა აქვს რუსეთს, ეს მარტო გენერალიტეტის ბრალი არ არის. ეს იმ პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ბრალიც არის, რომლებმაც გამოხრეს რუსეთის ბიუჯეტი, მათ შორის, სამხედრო ბიუჯეტი და თავად მილიარდები იშოვნეს. პრიგოჟინიც და კადიროვიც მათ შორის არიან. ფაქტია, „კადიროველები“ კარგად იბრძვიან უკრაინაში, მათზე უკეთესად პრიგოჟინის დაჯგუფება „ვაგნერის“–ის მებრძოლები. ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებზე უკეთ იბრძვიან, ყველაზე მძიმე ოპერაციებში მიიღეს მონაწილეობა და ხშირ შემთხვევაში, წარმატებით. ამან პრიგოჟინისა და კადიროვის რეიტინგი ასწია და საფუძველი დაუდო იმ ვერსიას, რომ ისინი პუტინს დაამხობენ. ჯერ ერთი, პრიგოჟინსაც და კადოროვსაც პუტინმა აშოვნინა ფული, პრიგოჟინმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ამ ფულით შექმნა. პუტინმა დღესვე რომ მოინდომოს, ორივეს გააქრობს, მაგრამ ამას არ იზამს და ორივე სჭირდება. გარდა მაგისა, პუტინს ეფ–ეს–ბე იცავს,  პრიგოჟნებისა და  კადიროვების დასამხობს არ გახდიან პუტინს, რადგან ეფ–ეს–ბემ მოიყვანა ხელისუფლების სათავეში პუტინი და მერე პუტინმა დაუბრუნა ძველი, საბჭოთა კგბ–ს დრიონდელი დიდება ამ სპეცსამსახურს. აი, ეფ–ეს–ბე თუ გადაეკიდა პუტინს, ეგ უკვე სხვა საქმეა, მას ძალუძს პუტინის დამხობა, მაგრამ ახლო მომავალში ეგ არ მოხდება. ვინ აგდია პრიგოჟინი ან კადიროვი? ამ ომმა ცოტა რეიტინგი აუწია ორივეს. პატრონის, პუტინის წინააღმდეგ ვერც ერთი ვერ წავა. გაიწევენ? ორივეს ისე გააქრობს ეფ–ეს–ბე, ვითომც არ ყოფილან. ეგეთები გაუქრია ეფ–ეს–ბეს? პირველები იქნებიან თუ უკანასკნელები? ისე, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, შოიგუ შეწუხებულია „ვაგნერის“ წარმატებებით და თავდაცვის სამინისტროში შექმნა „ვაგნერის“ მსგავსი ოფიციალური კომპანია „პატრიოტი“. ცხადია, ეს პუტინთან შეთანხმებით გაკეთდა და დიდი მიხვედრა არ უნდა, ეს „ვაგნერის“ დასაბალანსებლად და პრიგოჟინის ამბიციების  დასაოკებლად გაკეთდა.

Cesko