ალენ დელონის შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – მისი სიკვდილის საქმეზე მომვლელი ქალი დააკავეს

0
2082
25 Views

60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ალენ დე­ლო­ნის “უკა­ნო­ნო“ ვაჟი, ფო­ტოგ­რა­ფი და მსა­ხი­ო­ბი კრის­ტი­ან აა­რონ ბუ­ლო­ნი. იგი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს პა­რიზ­ში, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

“ბოლო დროს, რო­დე­საც მას ვე­სა­უბ­რე ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, ცუ­დად და­ე­ცა და მას შემ­დეგ სი­ა­რუ­ლი უჭირ­და”, – გა­ნუ­ცხა­და Le Parisien-ს ფო­ტოგ­რაფ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ცნო­ბით, ბუ­ლო­ნის ცხე­და­რი ეტ­ლში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. კრის­ტი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა ქალ­მა, რო­მელ­საც მას­ზე უნდა ეზ­რუ­ნა, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

მომ­ვლე­ლი ქალი და­კა­ვე­ბუ­ლია, პო­ლი­ცი­ამ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა, რად­გან “საფრ­თხის ქვეშ მყოფ პირს დახ­მა­რე­ბა არ გა­უ­წია“. შემ­თხვე­ვის გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბამ­დე ქალი და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

კრის­ტი­ან აა­რონ ბუ­ლო­ნის დედა გერ­მა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი, მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი კრის­ტა პე­ფგე­ნი იყო, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია ნი­კოს ფსევ­დო­ნი­მით. იგი თა­ნამ­შრომ­ლობ­და ენდი უორ­ჰოლ­თან და ითა­მა­შა ეპი­ზო­დუ­რი როლი ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნის ფილმ La Dolce Vita-ში. ქალი ამ­ბობ­და, რომ 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლის მამა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ალენ დე­ლო­ნი იყო. თა­ვად დე­ლონ­მა უარ­ყოფ­და ამ ფაქტს, მან უარი თქვა დნმ-ის ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­ლონს არ სურ­და ბუ­ლო­ნის შვი­ლად აღი­ა­რე­ბა, მსა­ხი­ო­ბის დე­დამ, ედიტ არ­ნოლდმა, ბიჭი სა­კუ­თარ შვი­ლიშ­ვი­ლად მი­ი­ღო და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მას­ზე ზრუ­ნავ­და. კრის­ტი­ა­ნი ალენ დე­ლო­ნის დე­დის მე­ო­რე მე­უღ­ლემ პოლ ბუ­ლონ­მა იშ­ვი­ლა.

ნა­ხე­ვარძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­სტაგ­რამ­ზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა დე­ლო­ნის ვაჟ­მა ან­ტო­ნი დე­ლონ­მა.

“მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე არი. ტრა­გი­კუ­ლი ბედი, სევ­და…“ – წერს ან­ტო­ნი.

ambebi.ge

Cesko