უკრაინული მხარის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე წერს, აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით 23:00 საათზე გაისმა.
„აფეთქებები დედაქალაქის მარცხენა სანაპიროზე. საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობენ“, – დაწერა კლიჩკომ.
უკრაინული მედიის ცნობით, დედაქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალები ამოქმედდა.
მოგვიანებით, კლიჩკომ წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელი კორპუსის ა და სასწავლო დაწესებულების სიახლოვეს, თუმცა, ადგილზე მისულმა მაშველებმა ინფორმაცია არ დაადასტურეს.
როგორც ადგილობრივ მედიაში იწერება, დაახლოებით 22:50 საათზე უკრაინის საჰაერო ძალებმა აღმოსავლეთის მხრიდან, კიევის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატის მოძრაობის შესახებ გაავრცელეს ცნობები. დრონების გადაადგილება აგრეთვე დაფიქსირდა ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის საზღვარზე.