მამუკა მდინარაძე: როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, ინტერესები და რიტორიკა შეიცვლება

0
132
33 Views

„იცვლება ისტორია, ისტორიული მოვლენები და იცვლება ინტერესები. ეს უმარტივესი ამბავია. როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება ინტერესები და რიტორიკა შეიცვლება“, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„წითელ ხაზებს არ ვკვეთთ და ჩვენი რიტორიკაც საკმაოდ გამბედავი და თამამია, ცალ ფეხზე არ დავდექით და შევძელით მაგალითად ის, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი დაგვეინიცირებინა. 4-5 წლის წინ, ეს დიდი ტურბულენტობას გამოიწვევდა. მაგალითად 2017 წელს ჩვენივე ხელით დავაჭირეთ მწვანე ღილაკს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ვინ იყო ნინო ლომჯარია. ამას საკუთარ თანაგუნდელებსაც კი ვერ ვუხსნიდით – უკაცრავად მეტი ჯანი დღეს არ გვაქვს-თქო ვამბობდით, ეს პერიოდი უნდა გადავაგოროთ-თქო. იყო მცდელობა ასევე, რომ სასამართლო ვიღაცებს ჩაეგდოთ ხელში. აქ ვლავირებდით, სასამართლო დამოუკიდებელი რჩებოდა. მთავარი ინსტიტუტები, სახელმწიფოს მთავარი ღერძი შევინარჩუნეთ, მაგრამ რაღაცები დავთმეთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Cesko