23 Views
აშშ არასდროს ყოფილა დაინტერესებული მშვიდობის დამყარებით, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
„ვაშინგტონმა მკვეთრად გაამკაცრა მიდგომა ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. საუბარია F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების კიევისთვის გადასაცემად მზადყოფნაზე და უპირობო თანხმობა ყირიმზე ამერიკული და სხვა დასავლური იარაღის გამოყენებით თავდასხმაზე. ასეთი ნაბიჯები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აშშ არასდროს ყოფილა დაინტერესებული მშვიდობით“, – აღნიშნა ანტონოვმა.
რუსეთის ელჩის თქმით, ყირიმზე თავდასხმას მოსკოვი განიხილავს როგორც თავდასხმას რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე.