25 Views
დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში ჯომარდობისას მდინარემ ორი ადამიანი გაიტაცა. მაშველები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.
ფასანაურში დუშეთის მერის წარმომადგენლის დავით მელიქიშვილის ინფორმაციით, მდინარეზე ნავით სულ 11 ადამიანი ეშვებოდა, მათგან ცხრა ნაპირზე იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.