სად შეგიძლიათ შეიძინოთ სამგზავრო ბარათი

0
574
36 Views

მუნიციპალურ ტრანსპორტში დღეიდან გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდა. ულიმიტო ერთთვიანი ბარათი 40 ლარი ღირს. შესაძლებელია ასევე სამთვიანი ან ექვსთვიანი ბარათების შეძენა, რაც შეეხება ერთწლიან ულიმიტო ბარათს, მისი ღირებულება 250 ლარია.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, რომ ერთჯერადად 90-წუთიანი ულიმიტო მგზავრობის ღირებულება 1 ლარს შეადგენს.

მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეღავათიანი სამგზავრო ბარათებით სარგებლობდნენ, არაფერი იცვლება. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ბოლო სტატისტიკით, ამ დროისთვის 6500-მდე აბონემენტია გაყიდული. აქედან 40% 1-თვიანი, 33% კი 1-წლიანია. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მცირე რაოდენობით 1-კვირიანი აბონემენტები გაიყიდა.

ტრანსპორტისთვის ახალი ბარათების ყიდვა მეტროს სადგურებში და „საქართველოს ბანკის” ფილიალებშია შესაძლებელი.

ამასთან ძველი „მეტრომანებით“ გადახდა ერთჯერადი მგზავრობის დროს ისევ ძალაში რჩება.

Cesko