ერდოღანი 50%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდა – თურქეთში, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური გაიმართება

0
223
17 Views

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეთა მიცემული ხმების 90%-ის დათვლის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური გაიმართოს.

ამჟამინდელი შედეგებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.94% მიიღო, მისმა უშუალო კონკურენტმა 44.30%, 5.77% კი დანარჩენ კანდიდატებს ერგოთ.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის ხმების 50%-ზე მეტია საჭირო, რა ნიშნულსაც, სავარაუდოდ, ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს.

არჩევნების მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში, კენჭისყრა 2 კვირის შემდეგ გაიმართება.

Cesko