28 Views
პოლონეთმა, რუსეთის საზღვართან განსათავსებლად, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის, ჰიმარსის პირველი პარტია მიიღო. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სისტემები დაუყოვნებლივ განთავსდება ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე. მინისტრი აცხადებს, რომ ოფიციალური ვარშავა, ჰიმარსის კიდევ ერთი პარტიის მოწოდებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ეს იარაღი ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მე-16 მექანიზებულ დივიზიაში განთავსდება. მისი ამოცანა, აგრესორის შეკავება, პოლონეთისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, პოლონეთის არმიის გაძლიერება იქნება“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკიმ.