მაკრონის განცხადებით, რუსეთი ჩინეთის ვასალი გახდა

May 15, 09:20
0
102

რუსეთმა უკრაინის ომის გეოპოლიტიკურად უკვე წააგო და ჩინეთის ვასალად იქცა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინასთან ომი სამხედრო გზით არ უნდა მოიგოს, საბოლოოდ კი კონფლიქტი მოლაპარაკების გზით უნდა დასრულდეს.

„დე ფაქტო, რუსეთი შევიდა ჩინეთისადმი დაქვემდებარებაში და დაკარგა გავლენა ბალტიისპირეთში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამან აიძულა შვედეთი და ფინეთი გადაეწყვიტათ ნატოში გაწევრიანება. ორი წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, ეს უკვე არის გეოპოლიტიკური დამარცხება.

ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ დავეხმაროთ უკრაინელებს კონტრშეტევაში, როგორ მოვამზადებთ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი მოლაპარაკებებში, რომელიც აუცილებლად გაიმართება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საბოლოო ჯამში ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას სრულად მოუწევს დაიცვას უკრაინა, მაგრამ მან ასევე უნდა უზრუნველყოს რუსეთთან დაპირისპირების არარსებობა და ძალთა ბალანსის აღდგენა“, – განაცხადა მაკრონმა.

Cesko