“საშინელი ადგილი, რომელმაც უამრავი სიცოცხლე შეიწირა…” – რას წერენ სამტრედიაში მომხდარ შემზარავ ავარიაზე

May 14, 20:24
0
368

ცოტა ხნის წინ სამტრედია-ქუთაისის გზაზე შემზარავი ავარია მოხდა – ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

“სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავტო საგზაო შემთხვევას, ერთი პირი ემსხვერპლა. დანარჩენი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი❗️
იარეთ ფრთხილად ❗️
📷სამტრედიის ამბები”

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც მან ვეღარ შეძლო მართვა.

“როგორც ირკვევა, პატარა მანქანის მძღოლი საჭესთან გახდა ცუდად, ვეღარ მართა მანქანა და შეეჯახა ევაკუატორს”
წყარო: mix.metronome. ge

Cesko