36 წლის ქალის ვერაგული მკვლელობის უცნობი დეტალები

0
293
18 Views

36 წლის მარიკა ბუთხუზი 28 აპრილს, ვარკეთილში, ღამით, საკუთარ სახლში ნათესავმა სადისტურად მოკლა. როგორც ირკვევა, ეს უმძიმესი დანაშაული მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც სამართალდამცველებმა მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ მან ნათესავ ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა, რის გამოც, ის ადგილზე გარდაიცვალა.

მოკლული მარიკა ბუთხუზი სოფელ მუხრანიდან იყო. ახალგაზრდა ქალის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ თბილისიდან მუხრანში გადაასვენეს და 2 აპრილს დაკრძალეს.

გამოცემა „პალიტრას” ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული – თეიმურაზ ბუთხუზია. მოკლულის პაპა და მკვლელის პაპა თურმე ძმები იყვნენ და მათ ერთმანეთთან ნათესაური კავშირები აქვთ.

სახლი, სადაც ახალგაზრდა ქალი მოკლული იპოვეს მარიკა ბუთხუზს ეკუთვნის და იქ მარიკამ ნათესავი მამაკაცი და მისი ცოლი თურმე დროებით შეიფარა. ახლობლებს არ სჯერათ ეჭვიანობის ვერსიის და თვლიან, რომ ეს ვერსია დამნაშავის შემოგდებულია, რომ ამ გზით მერე თავისი ჩადენილი ქმედება „გაამართლოს”.

“მარიკა სოფელ მუხრანიდან არის, ერთი შვილის დედაა, ობლად დარჩა მისი 12 წლის გოგონა. მარიკა ამავე სოფელში იყო გათხოვილი, წყვილს გოგონა შეეძინა და მოულოდნელად ტრაგედია დატრიალდა. მარიკას მეუღლე სრულიად ახალგაზრდა ბიჭი 11 წლის წინ ავტოავარიით დაიღუპა. მათი გოგონა მაშინ წლის და 6 თვის იყო. მარიკა ერთი წელი ცხოვრობდა ბიჭის მშობლების ოჯახში, მაგრამ მერე მუხრანში თავის მშობლებთან დაბრუნდა. მას ჰყავს მშობლები და ერთი ძმა. მეუღლის ოჯახის წევრებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ბავშვი მუხრანის სკოლაში სწავლობს და ახლა, როცა თბილისში ეს ტრაგედია დატრიალდა, ბავშვი მამის ოჯახში იყო. ის პერიოდულად ხან ერთ პაპა-ბებიასთან ცხოვრობდა, ხან – მეორესთან, ხან – დედასთან.

8 წელი იქნება, რაც მარიკამ თბილისში ბინა იყიდა, რომელიც დედამისის სახელზეა. გოგო თბილისში მუშაობდა, ზეიკიძის “ცეხში” ბუღალტერი იყო და ამიტომ იყო თბილისში. როგორც ვიცი, მკვლელობაში ბრალდებული და მისი ცოლი მარიკასთან გადავიდნენ საცხოვრებლად. მარიკას უთხრეს, რომ 3 დღით, სანამ ბინას დაიქირავებდნენ, მანამდე სჭირდებოდათ ბინა და ამ გოგომ შეიფარა ისინი. დროებით შევიდნენ, მაგრამ მერე იქ დარჩნენ”, – ამბობს მარიკას ახლბელი და იმასაც დასძენს, რომ მიზეზებზე საუბარი რთულია, თუ რატომ გაიმეტა ნათესავმა ნათესავი.

“ყველანი შოკში ვართ და ვერ აგვიხსნია, რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ. არაფერი ვიცით, არც მარიკას ოჯახმა იცის, რა მოხდა. სამშაბათს დავკრძალეთ და დღეს ალბათ მარიკას დედას, აზას წააკითხებენ მკვლელობაში ბრალდებული კაცის ცოლის ჩვენებას. როგორც ვიცით, ის ცოლიც შეესწრო ამ ამბავს და ფაქტის თვითმხილველია.

მკვლელობაში ბრალდებული ნასამართლევია, ოჯახებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მარიკას დედასთანაც და შვილი ასე მოუკლა. მკვლელობა მოხდა 28 აპრილს, საღამოს 9-10 საათზე, გოგოს დედას კი მეორე დილას, 29 აპრილს, დილის 6 საათზე დაურეკეს და დამნაშავემ უთხრა, რომ თითქოს მის შვილს გული გაუჩერდა. ამის შემდეგ სასწრაფოდ წამოვიდნენ მშობლები თბილისში და იქ მისულებს ბინაში სამართალდამცველები დახვდათ. არის ვერსია, რომ სასწრაფოში ბრალდებულის ცოლმა დარეკა და სასწრაფომ აცნობა პოლიციას. მაგრამ როგორც ჩანს, ამასობაში დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილის მოსუფთავება მოასწრეს. ეტყობა, შემოაკვდათ გოგო და მერე ცდილობდნენ კვალის წაშლას. სულ მოუწმენდიათ ყველაფერი, მერე ის დასვრილი სისხლიანი ტანსაცმელი პარკით ჩაუტანიათ ნაგვის ურნაში და იქიდან არის ეს მტკიცებულებები პოლიციის მიერ ამოღებული”, – დასძენს ახლობელი.

წყარო: “კვირის პალიტრა”

Cesko