27 Views
ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, სამმა პირმა კი დაზიანებები სავარაუდოდ ჩამსხვრეული მინისგან მიიღო.
ისინი კლინიკებიდან მალევე გაწერეს. რაც შეეხება დაჭრილს – მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და გულმკერდის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შემთხვევა ბულვარის შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. როგორც ადგილზე განაცხადეს, კაცის მიმართულებით მანქანიდან ისროლეს. ნაწილის თქმით, რესტორანთან მანამდე ხმაური იყო. რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.