28 Views
გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნულმა ოფისმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ინფლაციის მაჩვენებელმა 10.1%-ს მიაღწია და ცხოვრების ღირებულება 40 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, – ამ თემაზე სტატიას BBC აქვეყნებს.
„მზარდი საარსებო ხარჯები ოჯახების ბიუჯეტს აწვება, ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ხელფასები“, – წერს BBC.
ინგლისის ბანკში აცხადებენ, რომ წელს ინფლაციამ შესაძლოა 11%-ს მიაღწიოს.
ჩვეულებრივ, ყოველი წლის სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლები გამოიყენება მომავალი წლის აპრილში პენსიისა და ზოგიერთი შეღავათის ზრდის გამოსათვლელად.