რუსული მედია – საქართველოსთან პირდაპირ ავიარეისებზე აკრძალვის მოხსნამ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გააშვიდმაგა

0
813
27 Views

პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოხსნის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში ავიაბილეთების ძებნის მოთხოვნა რამდენჯერმე გაიზარდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ონლაინ მოგზაურობის დაჯავშნის სერვისებზე დაყრდნობით წერს.

„OneTwoTrip-ის ვებსაიტზე, სიახლეების გამოჩენიდან პირველ სამ საათში (12-დან 15 მაისამდე) ავიაბილეთებზე მოთხოვნა სამჯერ გაიზარდა შუადღის წინა პერიოდთან შედარებით, ხოლო მეზობელ ქვეყანაში სასტუმროს მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა ერთნახევრით“ , – განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.

ახლა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენის ღირებულება 14 ათასი რუბლიდან იწყება, ბათუმამდე – 25 ათასი რუბლიდან. დედაქალაქის სამვარსკვლავიან სასტუმროში ღამისთევის მინიმალური ღირებულებაა 1,4 ათასი რუბლიდან, საკურორტო ქალაქში – 3,2 ათასიდან.

Yandex.Travel სერვისის მომხმარებლებმა ახალი ამბების გამოჩენიდან პირველი ხუთი საათის განმავლობაში, შვიდჯერ უფრო ხშირად დაიწყეს საქართველოში ავიაბილეთების ძებნა. რუსების უმეტესობა დაინტერესებულია ზაფხულში საქართველოში ვიზიტით. ზაფხულისთვის ტრანსფერებით ფრენების ფასი ორმხრივი სამგზავრო დოკუმენტისთვის 40 ათასი რუბლიდან იწყება.

რუსული მედია წერს, რომ მომხმარებლები საქართველოში სასტუმროების დაჯავშნითაც გააქტიურდნენ და „თბილისი მოგზაურობისთვის ყველაზე პოპულარულ ქალაქად იქცა“.

Cesko