ჩარკვიანი: გულწრფელად მგონია, ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე

0
485
33 Views

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ „გულწრფელად ჰგონია, ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე“.

„იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როცა რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია“, – აცხადებს ჩარკვიანი.

მისი თქმით, ნიკა მელიაზე არა ჩანაწერის,

არამედ მისი საქმიანობიდან გამომდინარე საუბრობს.
„მელიაზე ფარული ჩანაწერებით არ ვმსჯელობ, მაგრამ პოლიტიკოსის ნაბიჯებს თუ ემთხვევა ხოლმე, გამომაქვს დასკვნა.

მელიას შემთხვევაში, მე ფარული ჩანაწერის გამო კი არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ მისი ბრძოლის დაგეგმარების, სტრატეგიის არმოწონების, მოქმედების და შედეგის გამო. მგონია, რომ არ არის ცუდი პიროვნება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

Cesko